---
title: "მუხლი 16. ასოციაციის აპარატი და აღმასრულებელი მდივანი — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/16"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "16"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. ასოციაციის აპარატი და აღმასრულებელი მდივანი — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 16 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/16

16.1. ასოციაციის მართვის ორგანოები თავის საქმიანობას ახორციელებენ ასოციაციის 
აპარატის დახმარებით.

16.2. 
ასოციაციის 
აღმასრულებელი 
მდივანი, 
რომელიც 
იმავდროულად 
ხელმძღვანელობს 
ადვოკატთა 
ასოციაციის 
აპარატს, 
თავისი 
კომპეტენციის 
ფარგლებში პასუხისმგებელია ადვოკატთა ასოციაციის მართვის ორგანოების მიერ 
მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე (23.12.2018).

16.3. ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 
წარდგინების 
საფუძველზე 
თანამდებობაზე 
ნიშნავს 
და 
თანამდებობიდან 
ათავისუფლებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (23.12.2018).

16.4. ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს უფლება არა აქვს ახორციელებდეს სხვა 
ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური 
საქმიანობისა (23.12.2018).

16.5. ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის საქმიანობის ფარგლები დგინდება ამ 
წესდებითა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით (23.12.2018).

16.6. ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ანაზღაურებას იღებს ადვოკატთა 
ასოციაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (23.12.2018).

16.7. ასოციაციის აპარატის თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება საკონკურსო 
კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება 
აღმასრულებელი საბჭოს მიერ (23.12.2018).

16.8. კონკურსის წესით შერჩეულ ასოციაციის აპარატის თანამშრომლებთან იდება 
შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ასოციაციის სახელით ხელს აწერს ასოციაციის 
თავმჯდომარე (23.12.2018).

16.9. 
ასოციაციის 
აპარატის 
საშტატო 
განრიგი, 
სახელფასო 
ფონდი 
და 
ორგანიზაციული სტრუქტურა მტკიცდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ (23.12.2018).

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/15-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/16-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
