---
title: "მუხლი 17. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/17"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "17"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 17 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/17

17.1. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან, 
კანონითა და წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, 
დამსწრე წევრთა ხმების უბრალო  უმრავლესობით, ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 
4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 
(14.11.2021).

17.2. უკეთესი შედეგის მქონე თანაბარი რაოდენობის ხმათა მიმღებ კანდიდატებს 
შორის არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში იმართება კენჭისყრის მეორე ტური. 
მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა 
კანდიდატზე მეტ ხმას (14.11.2021).

17.3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი 
საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

17.4. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას იღებს ასოციაციის 
სახსრებიდან და მას თავისი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში 
ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა.

17.5. ასოციაციის თავმჯდომარე პასუხისმგებელია ასოციაციის მიერ საფინანსო და 
საბუღალტრო ანგარიშგების სწორად განხორციელებაზე.

17.6. 
ადვოკატთა 
ასოციაციის 
თავმჯდომარე 
ხელმძღვანელობს 
ადვოკატთა 
უფლებების დაცვით ღონისძიებებს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/16-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/18.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
