---
title: "მუხლი 21. ეთიკის კომისიის შექმნა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/21"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "21"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 21. ეთიკის კომისიის შექმნა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 21 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/21

21.1. ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ 12 ადვოკატია. 
ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ადვოკატთა 
ასოციაციის საერთო კრება წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით.

21.2. 
არჩეულად 
ითვლებიან 
ის 
კანდიდატები, 
რომელიც 
მიიღებენ 
სხვა 
კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების 
შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება 
განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა 

კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის 
მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

21.3. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება უფლებამოსილების ვადის 
ამოწურვის შემდეგ ახალი წევრის არჩევისთანავე.

21.4. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი 
არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.

21.5. ეთიკის კომისიის საქმიანობის ეფექტურობის და საზოგადოებრივი ნდობის 
ამაღლების მიზნით, ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის 3 წევრს 4 წლის 
ვადით ირჩევს არა ადვოკატთა რიგებიდან.

21.6. ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული 
საქართველოს მოქალქე არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით, რომელიც 
არაა ნასამართლევი, სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და არის 
თავისი სფეროს გამოჩენილი სპეციალისტი.

21.7. საერთო კრებაზე ეთიკის კომისიის 3 არა ადვოკატი წევრი კანდიდატების 
ნომინირება და არჩევა ხდება ეთიკის კომისიის სხვა ადვოკატი წევრებისაგან 
დამოუკიდებლად, ცალკე საარჩევნო სიის საფუძველზე. არჩეულად ითვლებიან ის 
კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების 
მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა 
აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ 
კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა კანონით განსაზღვრული 
რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, 
რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

21.71. ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად ირჩევს ეთიკის 
კომისიის არაუმეტეს 6 სათადარიგო წევრს (23.12.2018).

21.72. სათადარიგო წევრებად აირჩევიან ეთიკის კომისიის წევრობის საუკეთესო 
შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს, 
მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში (23.12.2018).

21.73. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის 
შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი. თუ 
ეთიკის 
კომისიის 
წევრის 
სათადარიგო 
წევრით 
ჩანაცვლება 
შეუძლებელია, 
ასოციაციის საერთო კრება ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს ეთიკის კომისიის 
ახალ წევრს (23.12.2018).

21.8. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს 
“ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის და პროფესიული ეთიკის ნორმების 
საფუძველზე. ეთიკის კომისია ხელმძღვანელობს “ადვოკატთა დისციპლინური 
წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებით.

21.9. ეთიკის კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ 
(23.12.2018).

21.10. 
ეთიკის 
კომისია 
თავის 
შემადგენლობიდან, 
სიითი 
შემადგენლობის 
უმრავლესობით, 
ფარული 
კენჭისყრით 

წლის 
ვადით 
ირჩევს 
კომისიის 
თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 
პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ 
(23.12.2018).

21.11. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის 
საფუძვლიანობას 
და 
წყვეტს 
ადვოკატის 
დისციპლინური 
პასუხისმგებლობის 
საკითხს.

21.12. ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს 
ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

21.13. 
ადვოკატთა 
დისციპლინური 
პასუხისმგებლობისა 
და 
დისციპლინური 
წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო 
კრების მიერ დამტკიცებული დებულებით.

21.14. ეთიკის კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეული იქნას ადვოკატთა ასოციაციის 
წევრი, 
რომელიც 
ახორციელებს 
სხვა 
საქმიანობას, 
გარდა 
საადვოკატო, 
საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობისა.

21.15.  ამოღებულია (24.10.2015).

21.16. ეთიკის კომისიის წევრებს არ ენიშნებათ ხელფასი ან სხვა კომპენსაცია.

21.17. ეთიკის კომისიის წარდგინებით ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამტკიცებს 
ეთიკის კომისიის აპარატს, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების საკითხს.

21.18. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის 
შემთხვევაში, თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება 
შეუძლებელია, ახალი წევრის არჩევა ხდება რიგგარეშე ან მორიგი საერთო კრების 
მიერ იმ ვადით, რა ვადაც ჰქონდა დარჩენილი კომისიიდან გასულ წევრს (23.12.2018).

21.19. ეთიკის კომისია იკრიბება არჩევიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.

21.20. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილება იწყება საერთო კრების მიერ 
არჩევიდან 
და 
წყდება 
“ადვოკატთა 
შესახებ” 
საქართველოს 
კანონით 
გათვალისწინებული წესით, ახალი წევრის არჩევისთანავე.

21.21. ეთიკის კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრები.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/22.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
