---
title: "მუხლი 24. დისციპლინური წარმოება — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/24"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "24"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 24. დისციპლინური წარმოება — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 24 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/24

24.1. საჩივრების განხილვის წესი და პროცედურა რეგულირდება “ადვოკატთა 
დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ”  
დებულებით.

24.2. ასოციაციის წევრის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის შესახებ განცხადებას 
მიიღებს და განსახილველად გაანაწილებს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

24.3. ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება თუ მის მიერ სადავო 
ქმედების ჩადენიდან ასოციაციის ეთიკის კომისიისათვის მიმართვამდე გასულია 5 
წელი (23.12.2018).

24.4. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხი ეთიკის 
კომისიის სხდომაზე განიხილება კოლეგიურად, კომისიის 3 წევრის შემადგენლობით, 
ხოლო 
გადაწყვეტილება 
მიიღება 
ხმათა 
უმრავლესობით. 
ადვოკატისათვის 
საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის 
საკითხებს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით და 
აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის 
არანაკლებ 8 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში, იგი 
დაერთვის გადაწყვეტილებას (23.12.2018).

24.5. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატს უნდა მიეცეს 
შესაძლებლობა გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და 
წარმოადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით. 
 
 
 
თავი VI. სარევიზიო კომისია

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/25.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
