---
title: "მუხლი 25. სარევიზიო კომისიის შექმნა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/25"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "25"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 25. სარევიზიო კომისიის შექმნა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 25 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/25

25.1. სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს ასოციაციის თავმჯდომარის, 
აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული 
(დამტკიცებული) 
პირების 
კანონის, 
ასოციაციის 
წესდების 
შესრულებისა 
და 
ფინანსური 
სახსრების 
თუ 
სხვა 
ქონების 
საწესდებო 
მიზნების 
შესაბამისად 
გამოყენებაზე.

25.2. სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით, 
ფარული კენჭისყრით, არჩეული 5 წევრისგან.

25.3. სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევიდან და 
წყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი წევრის არჩევისთანავე.  
სარევიზიო კომისიის ერთ-ერთი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის 

შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა მოხდება რიგით ან რიგგარეშე საერთო კრებაზე იმ 
ვადით, რა ვადაც დარჩენილი ჰქონდა წევრს, რომელსაც უფლებამოსილება ვადამდე 
შეუწყდა.

25.4. 
არჩეულად 
ითვლებიან 
ის 
კანდიდატები, 
რომელიც 
მიიღებენ 
სხვა 
კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების 
შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება 
განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა 
კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის 
მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

25.5. 
სარევიზიო 
კომისიის 
თავმჯდომარეს 
კომისიის 
წევრთაგან 
სიითი 
შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს თავად კომისია, 4 წლის 
ვადით.

25.6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის 
შემოწმების 
მიზნით 
სარევიზიო 
კომისია 
ვალდებულია 
კონკურსის 
წესით 
ყოველწლიურად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

25.7. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

25.8. 
სარევიზიო 
კომისია 
თავის 
დადგენილებებს 
წარუდგენს 
ასოციაციის 
აღმასრულებელ საბჭოს და თავმჯდომარეს.

25.9. სარევიზიო კომისია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილია 
ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსგან, 
თავმჯდომარისგან, ბუღალტერისგან ან აუდიტორისგან ნებისმიერი ფინანსური ან 
სხვაგვარი ინფორმაცია, რომლის შესწავლასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

25.10. სარევიზიო კომისია განიხილავს და დადგენილების ფორმით გამოიტანს 
დასკვნას ასოციაციის თავმჯდომარის და აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური 
ანგარიშის თაობაზე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/26.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
