---
title: "მუხლი 27. სარევიზიო კომისიის მუშაობა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/27"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "27"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 27. სარევიზიო კომისიის მუშაობა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 27 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/27

27.1. სარევიზიო კომისია იკრიბება მიზანშეწონილობისამებრ, მინიმუმ სამ თვეში 
ერთხელ.

27.2. სარევიზიო კომისიის სხდომა გადაწყვეტილებაუნარია თუ მას ესწრება კომისიის 
სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

27.3. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს კომისიის სხდომა, თუკი მას 
თხოვნით მიმართავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ან თავმჯდომარე.

27.4. სარევიზიო კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.

27.5. კომისიის ყოველი წევრი უფლებამოსილია კრებამდე ხუთი სამუშაო დღით ადრე 
დღის წესრიგში შეიტანოს დამატებითი საკითხები.

27.6. კომისიის ყოველ სხდომაზე აირჩევა სხდომის მდივანი, რომელიც ადგენს და 
ყველა დამსწრესთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს.

27.7. იმ შემთხვევაში, თუ შესასწავლი საკითხი საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, 
სარევიზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი ან 
ექსპერტი. 
აღმასრულებელი 
საბჭო 
ვალდებულია 
დროულად 
დაფაროს 
სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯები ასოციაციის 
სახსრებიდან.

27.8. სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილება გამოდის „დადგენილების“ ფორმით.

27.9. სარევიზიო კომისია დასკვნას ასოციაციის თავმჯდომარეს და აღმასრულებელი 
საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გამოიტანს „დადგენილების“ სახით.

27.10. 
სარევიზიო 
კომისიის 
„დადგენილება“ 
განსახილველად 
გადაეცემა 
აღმასრულებელ საბჭოს ან ასოციაციის საერთო კრებას.

27.11. გამოვლენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელია ზომების 
დაუყოვნებლივ მიღება, ხოლო თუ აღმასრულებელი საბჭო ვერ ან არ ასრულებს 
აღნიშნულ 
დადგენილებებს, 
სარევიზიო 
კომისია 
უფლებამოსილია 
მოიწვიოს 
რიგგარეშე საერთო კრება ან აღნიშნული საკითხი შეიტანოს მორიგი საერთო კრების 
დღის წესრიგში. 
 
თავი VII. ასოციაციის ქონება

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/28.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
