---
title: "მუხლი 6. ასოციაციის საქმიანობა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/6"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "6"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. ასოციაციის საქმიანობა — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 6 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/6

6.1. ასოციაცია თავისი მიზნების და ფუნქციების განსახორციელებლად ეწევა შემდეგ 
საქმიანობას: 
ა) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას; 
ბ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობას და განგრძობადი 
სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას; 
ბ1) შეიმუშავებს და ორგანიზებას უწევს პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიან 
პროგრამას (23.12.2018); 
გ) ორგანიზებას უწევს ადვოკატებისთვის სემინარებს, დისკუსიებს, მრგვალ მაგიდებს 
და სხვა პროექტების განხორციელებას; 
დ) გამოსცემს ასოციაციის პერიოდულ ჟურნალს; 
ე) მოიძიებს დაფინანსების წყაროებს; 

ვ) შეიმუშავებს საადვოკატო ეთიკის ნორმებს; 
ზ) მონაწილეობს კანონშემოქმედებით საქმიანობაში; 
თ) განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას; 
ი) ქმნის ადვოკატთა, ადვოკატის სტაჟიორთა და საადვოკატო ბიუროების მონაცემთა 
ბაზას და უზრუნველყოფს მის განახლებას; 
კ) შეიმუშავებს ადვოკატთა წახალისებისა და დისციპლინური დევნის წესებს და 
უზრუნველყოფს მათ შესრულებას; 
ლ) მიიღებს და გასცემს გრანტებს.

6.2. ასოციაცია ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მისი 
მიზნების და ფუნქციების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ 
კანონმდებლობას. ასოციაციის მიერ, განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა 
უნდა ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს და ემსახურებოდეს ასოციაციის 
მიზნებს. 
 
თავი III. ასოციაციის წევრობა

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/7.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
