---
title: "მუხლი 7. ასოციაციის წევრი — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/7"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "7"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7. ასოციაციის წევრი — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 7 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/7

7.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომლსაც აქვს 
უმაღლესი 
იურიდიული 
განათლება, 
ჩაბარებული 
აქვს 
ადვოკატთა 
ან 
მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული 
პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული 
ნაწილისა და სტაჟირებისგან, გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა ასოციაციას და 
დადო ფიცი (23.12.2018).

7.2. ადვოკატი არ შეიძლება გახდეს პირი, ხოლო მოქმედ ადვოკატს შეუწყდება 
ასოციაციის წევრობა, თუკი იგი ნასამართლევია განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით 
მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული 
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (23.12.2018).

7.3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს “საჯარო სამსახურში ინტერესთა 
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით 
გათვალისწინებული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომლსაც კანონმდებლობით 
ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/8.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
