---
title: "მუხლი 9. წევრის უფლებები და მოვალეობები — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/9"
law: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება"
article: "9"
identifier: "matsne 9000000003"
adopted: "2023-12-23"
consolidated_as_of: "2023-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. წევრის უფლებები და მოვალეობები — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

> Text consolidated as of 2023-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება, მუხლი 9 (consolidated as of 2023-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/9

9.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს: 
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას ასოციაციის მართვის ორგანოებში, ასოციაციის ეთიკის 
და სარევიზიო კომისიებში; 
ბ) მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში; 
გ) მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და 
განხილვაში; 
დ) გაეცნოს აღმასრულებელი საბჭოს, სარევიზიო და ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ 
გადაწყვეტილებებს; 
ე) თავისი სურვილით გავიდეს ასოციაციიდან.

9.2. ასოციაციის წევრი ვალდებულია:  
ა) დაიცვას ასოციაციის წესდება; 
ბ) დაემორჩილოს ასოციაციის მიერ დამტკიცებულ ეთიკის ნორმებს; 
გ) ხელი შეუწყოს ასოციაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; 
დ) დროულად და დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო გადასახადი;  
ე) ადვოკატთა ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია, იურიდიული და ფაქტობრივი 
მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის მისამართის და ამ 
მონაცემთა ცვლილებების თაობაზე, მისი წარმოშობიდან 10 დღის ვადაში (23.12.2018); 
ე1) ადვოკატთა ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია საადვოკატო ბიუროს შექმნის 
შესახებ, მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს 
საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული 
ფოსტის 
მისამართი, 
საადვოკატო 
ბიუროში 
გაერთიანებული 
ადვოკატის/ადვოკატების 
ვინაობა 
და 
სამართლის 
ის 
დარგი, 
რომელშიც 
ადვოკატი/ადვოკატები 
ახორციელებს/ახორციელებენ 
საადვოკატო 
საქმიანობას 
(23.12.2018); 
ვ) ადვოკატთა ასოციაციას მოთხოვნისამებრ წარუდგინოს დამატებითი მონაცემები ან 
მათი 
ცვლილებები 
ადვოკატთა 
საერთო 
სიის 
ორგანიზების 
ინტერესებიდან 
გამომდინარე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000003-sakartvelos-advokatta-asotsiatsiis-wesdeba/10.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
