---
title: "მუხლი 107. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/107"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "107"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 107 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/107

1. განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა.

2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/108.md
