---
title: "მუხლი 108. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/108"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "108"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 108 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/108

1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან სასამართლომ გააუქმა დადგენილება/განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის
კანონი №
3814
–
ვებგვერდი, 13.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/109.md
