---
title: "მუხლი 118². პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის გამოყენების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "118^2"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118². პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის გამოყენების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 118² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118-2

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.

2. პროკურორი უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით გააუქმოს პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/119.md
