---
title: "მუხლი 12. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/12"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "12"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/12

1. პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა.

2. სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.

4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პირის კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.
#
#
#
#
#
#
#
#
#
#
#
#
#
#

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/13.md
