---
title: "მუხლი 132. ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/132"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "132"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 132. ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 132 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/132

1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შეიძლება ჩატარდეს ექსჰუმაცია (გვამის საფლავიდან ამოღება).

2. შუამდგომლობით მხარე მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს მას დაყენებიდან 48 საათში. სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება.

3. ექსჰუმაციის შესახებ განჩინება სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის (თუ ასეთი არსებობს), გარდაცვლილის ნათესავებისათვის და სხვა პირებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/131.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/133.md
