---
title: "მუხლი 133. ექსჰუმაციის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/133"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "133"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 133. ექსჰუმაციის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 133 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/133

1. ექსჰუმაციას მხარე ატარებს
ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული წესით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის (თუ ასეთი არსებობს) წარმომადგენლის მონაწილეობით. ექსჰუმაციაში მონაწილეობს ექსპერტი. ამ საგამოძიებო მოქმედებაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. გარდაცვლილის ნათესავებს უფლება აქვთ, დაესწრონ ექსჰუმაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/132.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/134.md
