---
title: "მუხლი 145. საექსპერტო კვლევის ობიექტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/145"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "145"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 145. საექსპერტო კვლევის ობიექტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 145 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/145

1. საექსპერტო კვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.

2. საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისათვის.

3. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუხარჯავი ნაწილი შეფუთული და დალუქული სახით უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს, ხოლო თუ ექსპერტიზა ტარდება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საექსპერტო კვლევის ობიექტი უბრუნდება მხარეს, რომელთანაც ის ინახებოდა ექსპერტიზის დანიშვნამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/146.md
