---
title: "მუხლი 150. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/150"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "150"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 150. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 150 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/150

1. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

2. როდესაც მისაყვან პირს აღმოაჩენენ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას ხელწერილით აცნობს გადაწყვეტილებას მიყვანის შესახებ და მიჰყავს გადაწყვეტილებაში მითითებულ ორგანოში (პირთან). ამასთანავე, გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მიყვანის დროის, აგრეთვე მიყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ.

3. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს გონივრულ ვადაში.

4. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაადგენს, რომ პირის მიყვანა შეუძლებელია, იგი მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაზე წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და გადაწყვეტილებას აღსრულების გარეშე უბრუნებს მიყვანის ინიციატორს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/149.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/151.md
