---
title: "მუხლი 158. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "158"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 158. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 158 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158

1. ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე, გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3
1
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3
1
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა ედება 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.

3. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3
1
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაბამისი პროცედურები, ქონებას ყადაღა ედება 4 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 – ვებგვერდი, 01.03.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/157.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158-1.md
