---
title: "მუხლი 161. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/161"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "161"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 161. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 161 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/161

1. მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიტანოს განჩინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ.

2. სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს
ამ კოდექსის 207-ე მუხლით
გათვალისწინებული წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/160.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/162.md
