---
title: "მუხლი 177. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/177"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "177"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 177 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/177

1. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი აგრეთვე შეატყობინოს სამუშაო ან სწავლის ადგილას.

2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 12
ივნისის
კანონი №
6439
– ვებგვერდი,
22
.0
6
.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/176.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/178.md
