---
title: "მუხლი 178. დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფი პირის, მისი საცხოვრებელი ბინისა და სხვა ქონების მეურვეობის ღონისძიებანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/178"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "178"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 178. დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფი პირის, მისი საცხოვრებელი ბინისა და სხვა ქონების მეურვეობის ღონისძიებანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 178 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/178

1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, ან მის კმაყოფაზეა სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, პროკურორი და სასამართლო ვალდებული არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება, – განახორციელონ მისი დაცვის ღონისძიება.

2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის თაობაზედაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ან/და კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/177.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/179.md
