---
title: "მუხლი 180. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/180"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "180"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 180. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 180 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/180

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება.
შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე
, 48 საათის განმავლობაში,
ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება
.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ და „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022წ
.

2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინება დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებისაგან (განჩინებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/179.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/181.md
