---
title: "მუხლი 184. სათადარიგო მოსამართლე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/184"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "184"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 184. სათადარიგო მოსამართლე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 184 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/184

1. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს, და საქმის განხილვა გრძელდება.

2. თუ საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით ინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას, და ნაფიც მსაჯულთა  შერჩევის პროცესი გრძელდება.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/1300 – ვებგვერდი, 22.11.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/183.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/185.md
