---
title: "მუხლი 186. სასამართლო სხდომის განაწესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/186"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "186"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 186. სასამართლო სხდომის განაწესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 186 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/186

1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შესვლისა და დარბაზიდან მისი გასვლის წინ სასამართლო სხდომის მდივანი შესაბამისად აცხადებს: „აბრძანდით, სასამართლო მობრძანდება!“, „აბრძანდით, სასამართლო მიბრძანდება!“. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.

2. სასამართლო განხილვის მონაწილე სასამართლოს თავაზიანად და პატივისცემით მიმართავს, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. სასამართლოში ქცევის წესებიდან გამონაკლისი დასაშვებია სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/185.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/187.md
