---
title: "მუხლი 188. მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/188"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "188"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 188. მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 188 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/188

1. მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე.

2. მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.

3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/187.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189.md
