---
title: "მუხლი 189. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "189"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 189. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 189 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/189

1. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ტრანსპორტირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბრალდებულის ტრანსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი.
საქართველოს 2015 წლის
1 მაისის
კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3126
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/188.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/190.md
