---
title: "მუხლი 191¹. მოსამართლის უფლებამოსილება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/191-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "191^1"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 191¹. მოსამართლის უფლებამოსილება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 191¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/191-1

1. თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.

2. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ან/და თუ მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა ან შესაძლოა განხორციელდეს წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, მოსამართლე უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ასეთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №
3276
–
ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/191.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/192.md
