---
title: "მუხლი 192. სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოტანის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/192"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "192"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 192. სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოტანის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 192 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/192

1. სასამართლო განხილვის დროს, განაჩენის გარდა, ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება.

1¹. სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

2. სასამართლოს განჩინება გამოაქვს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. განჩინება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

3. სასამართლო უფლებამოსილია განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში.

4. სასამართლოს განჩინება ცხადდება საჯაროდ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/191-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/193.md
