---
title: "მუხლი 193. სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა კოლეგიური განხილვის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/193"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "193"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 193. სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა კოლეგიური განხილვის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 193 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/193

1. სასამართლოს თათბირი საიდუმლოა. სათათბირო ოთახში აკრძალულია კომუნიკაციის ყოველგვარი ტექნიკური საშუალებით სარგებლობა.

2. სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს ადგილზე თათბირით.

3. სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლე.

4. სხდომის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სასამართლოს თათბირს და აყალიბებს საკითხებს, რომლებზედაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

5. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად.

6. მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

7. თუ სასამართლოს თათბირის დროს საკითხზე განსხვავებული აზრი წარმოიშობა, პირველად კენჭი ეყრება ბრალდებულის სასარგებლო პოზიციას.

8. თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი ვალდებულია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/192.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/194.md
