---
title: "მუხლი 194. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/194"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "194"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 194. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 194 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/194

1. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზეპირად ცხადდება. ზეპირი გადაწყვეტილება ფიქსირდება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი დაერთვის ოქმს, რის შესახებაც ოქმში აღნიშვნა კეთდება.

2. სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/193.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/195.md
