---
title: "მუხლი 196. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში # # # # # — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/196"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "196"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 196. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში # # # # # — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 196 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/196

1. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის დაკავებულთა მოთავსების ადგილიდან სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის ან სტიქიური უბედურების გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლეს შეუძლია სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ადგილას.

3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/195.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/197.md
