---
title: "მუხლი 197. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, უფლებათა განმარტება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/197"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "197"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 197. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, უფლებათა განმარტება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 197 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/197

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით:
ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას;
ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას;
დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას;
დ
1
) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ;
ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას;
ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/196.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/198.md
