---
title: "მუხლი 216. განაჩენის ასლების გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/216"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "216"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 216. განაჩენის ასლების გადაცემა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 216 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/216

1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და პროკურორს გადაეცემათ განაჩენის ასლები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში განაჩენის ასლი გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით.

3. შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344
3
მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №344 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/215.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/217.md
