---
title: "მუხლი 222. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/222"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "222"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 222. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 222 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/222

1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა. ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც სხდომის მდივანი აცხადებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.

2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები კანდიდატი გამოცხადდება, მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და მსაჯულთა შერჩევის პროცედურა.

3. სხდომის თავმჯდომარე:
ა) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;
ბ) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის მიზანს;
გ) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და მსაჯულობის კანდიდატებს გააცნობს წარდგენილი ბრალდების შინაარსს;
დ) მსაჯულობის კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული იქნება საქმის განხილვისას;
ე) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;
ვ) განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.

4. სასამართლო მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის მხარეთა მონაწილეობით მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/221.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/223.md
