---
title: "მუხლი 229. სასამართლოს შემადგენლობის გამოცხადება. პროცესის მონაწილეთა საქმეში მონაწილეობის გამორიცხვის და აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/229"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "229"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 229. სასამართლოს შემადგენლობის გამოცხადება. პროცესის მონაწილეთა საქმეში მონაწილეობის გამორიცხვის და აცილების საკითხის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 229 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/229

1. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას, ასევე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს ბრალდებას და ვინ ახორციელებს დაცვას, და მხარეებს ეკითხება, ხომ არ აქვთ მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის ან პროცესის სხვა მონაწილის აცილების საფუძველი.

2. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას.

3. სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/228.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/230.md
