---
title: "მუხლი 234. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა მიერ ფიცის დადება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/234"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "234"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 234. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა მიერ ფიცის დადება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 234 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/234

1. უფროსი მსაჯულის დანიშვნის (არჩევის) შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს. ფიცის ტექსტს კითხულობს სხდომის თავმჯდომარე: „ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!“.

2. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მსაჯულთა სიაში რიგითობის მიხედვით ყოველი მსაჯული ამბობს: „ვადასტურებ!“.

3. ასეთივე წესით დებენ ფიცს სათადარიგო მსაჯულები.

4. ფიცის დადების პროცედურა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

5. ნაფიცი მსაჯული ფიცს ფეხზე ამდგარი დებს.

6. ფიცის დადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/233.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/235.md
