---
title: "მუხლი 235. ნაფიც მსაჯულთა უფლებანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/235"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "235"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 235. ნაფიც მსაჯულთა უფლებანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 235 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/235

1. ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:
ა) სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
ბ) წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;
გ) სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: სხდომის თავმჯდომარისაგან – კანონის შესახებ, მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ.

2. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს სხდომის მიმდინარეობისას ჩანაწერების გაკეთების უფლებას. ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც ეხება დაუშვებელ მტკიცებულებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/234.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/236.md
