---
title: "მუხლი 244. პირდაპირი დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/244"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "244"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 244. პირდაპირი დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 244 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/244

1. პირდაპირ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელმაც დასაკითხი მოწმე გამოიძახა.

2. პირდაპირი დაკითხვისას დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მიმანიშნებელი შეკითხვის განრიდების ან/და ასეთი შეკითხვისა და მასზე პასუხის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

3. შეკითხვის (შეკითხვების) დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეს (მოწმეს) განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/243.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/245.md
