---
title: "მუხლი 248. მტკიცებულების დემონსტრირება სასამართლო განხილვის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/248"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "248"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 248. მტკიცებულების დემონსტრირება სასამართლო განხილვის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 248 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/248

1. მხარეს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება. საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები მტკიცებულება, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.

2. წერილობით მტკიცებულებას საჯაროდ კითხულობს მხარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/247.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/249.md
