---
title: "მუხლი 250. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე უარის თქმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/250"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "250"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 250. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე უარის თქმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 250 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/250

1. ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა.

3. ბრალდების მხარის მიერ უარყოფილი ბრალდება ან ბრალდების ნაწილი და ის მტკიცებულებები, რომლებსაც იგი ეყრდნობა, არ შეიძლება ხელახლა წარედგინოს სასამართლოს იმავე ბრალდებულის მიმართ.
საქართველოს 2013 წლის
30
მაისის
კანონი №
662
– ვებგვერდი, 24.0
6
.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5576
- ვებგვერდი, 12.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/249.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/251.md
