---
title: "მუხლი 253. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/253"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "253"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 253. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 253 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/253

1. მხარეთა მიერ დასკვნითი სიტყვების წარდგენისა და რეპლიკით გამოსვლის შემდეგ ბრალდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს საბოლოო სიტყვით.

2. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს ბრალდებული, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან ან რომელიც არ გამოკვლეულა პროცესის განმავლობაში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/252.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/254.md
