---
title: "მუხლი 257. დამატებითი განმარტებების მიღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/257"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "257"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 257. დამატებითი განმარტებების მიღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 257 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/257

თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის, ფაქტობრივი გარემოებების, დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს დამატებითი განმარტებების თაობაზე მოთხოვნას შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუზღუდოს ნაფიც მსაჯულს წერილობითი მოთხოვნის წარდგენა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
თავი XXIV
სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/256.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/258.md
