---
title: "მუხლი 26. სასამართლოს შუამდგომლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/26"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "26"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სასამართლოს შუამდგომლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/26

1. თუ რომელიმე საპროცესო მოქმედების ჩატარება სისხლის სამართლის საქმის განხილვის ადგილზე შეუძლებელია, სასამართლოს უფლება აქვს, ამ მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომი დონის სხვა სასამართლოს.

2. უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოში სასამართლოს შუამდგომლობის გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით სამართლებრივი დახმარების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/27.md
