---
title: "მუხლი 260. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/260"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "260"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 260. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 260 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/260

1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის;
ე
1
) უნდა დაენიშნოს თუ არა და რა ვადით უნდა დაენიშნოს ბრალდებულს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა;
ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი;
ზ) შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხს;
ზ
1
) მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საკითხს;
ზ
2
) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344
3
მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს;
თ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
ი) ვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

2. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საკითხებს.

3. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ბრალდებულის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საკითხები უნდა გადაწყდეს ყოველი ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/259.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/261.md
