---
title: "მუხლი 267. სასამართლოს თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/267"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "267"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 267. სასამართლოს თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 267 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/267

1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის სასამართლოს თათბირი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს ამ კოდექსის 260-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.

3. თითოეულ საკითხზე პირველად კენჭი ეყრება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა. თუ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის ხმა ბრალდებულის გასამართლებლად უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/266.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/268.md
