---
title: "მუხლი 272. განაჩენის შესავალი ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/272"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "272"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 272. განაჩენის შესავალი ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 272 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/272

განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:
ა) რომ განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;
ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;
გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი და ადვოკატი;
დ) ბრალდებულის პერსონალური მონაცემები და მასთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;
ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებულს ბრალი წაუყენეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/271.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/273.md
