---
title: "მუხლი 275. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/275"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "275"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 275. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 275 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/275

გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: წარდგენილი ბრალდების არსი, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება, ან/და რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა ან რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული. გამამართლებელ განაჩენში აღინიშნება აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/274.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/276.md
