---
title: "მუხლი 277. განაჩენის გამოცხადება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/277"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "277"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 277. განაჩენის გამოცხადება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 277 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/277

1. განაჩენი დგინდება სასამართლო სხდომის დარბაზში ან სათათბირო ოთახში, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე სხდომის დარბაზში საჯაროდ აცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.

2. თუ ბრალდებულმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, განაჩენი გამოცხადებისთანავე ან სინქრონულად უნდა ეთარგმნოს ბრალდებულს მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.

3. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს. მსჯავრდებულს განემარტება შეწყალების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლებაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/276.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/278.md
