---
title: "მუხლი 279. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/279"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "279"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 279. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 279 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/279

1. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

2. განაჩენის გამოცხადებისთანავე პატიმრობიდან თავისუფლდება:
ა) გამართლებული;
ბ)
(ამოღებულია - 24.09.2010, №3616)
;
გ) მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით;
დ) მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მისი დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადას;
ე) მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;
ვ) მსჯავრდებული, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/278.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/280.md
