---
title: "მუხლი 296. მხარეთა გამოცხადება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/296"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "296"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 296. მხარეთა გამოცხადება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 296 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/296

1. პატიმარ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სააპელაციო საჩივრით მოითხოვოს სააპელაციო განხილვაში უშუალოდ მონაწილეობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო.

2. თუ სააპელაციო სხდომაზე აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება, სააპელაციო სასამართლო განჩინებით მის სააპელაციო საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/295.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/297.md
